Thursday 15 January 2009

"ქუთაისის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანება" არის ქალაქ ქუთაისის 40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება.
გაერთიანების მიზანია: ქალაქში არსებულ სკოლებში მოსწავლეთა თვითრეალიზაციის გარემოს შექმნა და "მოსწავლეთა თვითმმართველობის" როლის გააქტიურება.
გაერთიანების მიზნების მისაღწევად წევრი თვითმმართველობები გეგმავენ და ანხორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტებსა და ღონისძიებებს. წევრი სკოლები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ხელს უწყობენ ერთმანეთს საინტერესო იდეებისა და აქტივობების განხორციელებაში. მსგავსი აქტივობები კი მოსწავლეთა განვითარებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს.
ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქში ახალგაზრდული ცხოვრების განვითარებაზე.
გაერთიანების წევრები ერთი წლის ვადით ირჩევენ გაერთიანების ლიდერს, რომელიც წევრი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა.
2008-2009 სასწავლო წელს გაერთიანების ლიდერია ბექა გაბადაძე, ქუთაისის №17 საჯარო სკოლის თავმჯდომარე.
გაერთიანებას ყავს ლიდერთა საბჭო, სადაც ქალაქის 6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები წარმოადგენენ და თითვეული მათგანი გაერთიანების კონკრეტულ მიმართულებას კურირებს:
თორნიკე თადუმაძე, ქუთაისის №32 საჯარო სკოლა
ქრისტინე მაჭავარიანი, ქუთაისის №28 საჯარო სკოლა
ლაშა გიგუაშვილი, ქუთაისის №7 საჯარო სკოლა
გიგა კუჭუხიძე, ქუთაისის №41 საჯარო სკოლა
თორნიკე ბაძგარაძე, ქუთაისის №38 საჯარო სკოლა
ცოტნე ცხვედიანი, ქუთაისის №12 საჯარო სკოლა

კალენდარი:
1. შეხვედრა მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებთან - 1 თებერვალი
დღის განრიგი:
· მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების დაფუძნების ტექსტის გაცნობა
· ტრეინინგი “მოსწავლეთა თვითმმართველობა”
· სამომავლო გეგმების განხილვა: მ/ტ-ის გამოფენა და პრეს პრეზენტაცია.
2. ფინანსების მოძიება პროექტ “ცხოვრება მშვენიერია”-ს განხორციელებისათვის
· პროექტის გაცნობა საკანცელარიო ფირმებისათვის
· ბანერების მომზადება
· ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისათვის პროექტის წარდგენა.
3. მ/თ-ის გაერთიანების შეხვედრა იმერეთის რესურსცენტრის უფროსთან ვ. პატარიზესთან.
4. მ/თ-ის გაერთიანების ლიდერთა საბჭოს შეხვედრა მერიის განათლების განყოფილებასთან.
5. მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების პრეზენტაცია
6.
მოსწავლეთა თვითმმართველობების გამოფენა 2009 “ცხოვრება მშვენიერია”


მოსწავლეთა თვითმმართველობის ტრეინინგი
სტრუქტურა
ტრენერების წარდგენა – 1 წუთი
ტრენინგის თემა – 1 წუთი
ტრეინინგის მიზანი – 1 წუთი
ბრეიშტორმინგი თემაზე “მოსწავლეთა თვითმართველობის რაობა და მისი უფლება - მოვალეობები” – 5 წუთი
ბრეიშტორმინგის შედეგების ანალიზი – 3 წუთი
განმარტება საქართველოს კანონიდან “ზოგადი განათლების შესახებ”3 წუთი
მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებები და მოვალეობანი – 6 წუთი
მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა – 5 წუთი
“რატომ გავხდე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი” – 3 წუთი
რას აპირებს ამ სკოლის თვითმმართველობა – სამოქმედო გეგმა – 5 წუთი
შეკითხვები – 10 წუთი

ტრეინინგის ნიმუში:
მოგესალმებით! გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან შესახვედრად. დღევანდელ შეხვედრას წარვუძღვები მე (მაგ. ბექა გაბადაძე – მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლე) და ჩემი მეგობრები (თითვეული ასახელებს სახელს, გვარს, კლასა და თავის სკოლას მაგ. ცოტნე ცხვედიანი მე-12 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი)
ჩვენი ტრეინინგის თემაა “მოსწავლეთა თვითმმართველობა” ტრეინინგი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის” ბაზაზე.. ტრეინინგის მომზადება საჭირო გახლდა იმის გამო, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გამოკითვის შედეგად დადგინდა, მათი არაინფორმირებულობა მოსწავლეთა თვითმმართველობების შესახებ. ტრეინინგის მიზანია : სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის მოსწავლეთა თვითმმართველობის არსის გაცნობა და სკოლებში ამ ორგანოს გააქტიურება.
გავეცანით ამ ტრეინინგის მიზნებს, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს თქვენი აზრით რა არის მოსწავლეთა თვითმმართველობა და რა უფლებები აქვს (დიდ ფორმატზე გამზადებულია სქემა, რათა ჩამოწერილ იქნას სემინარის მონაწილეთა აზრი) ტრენერი აჯამებს მონაწილეთა აზრებს და გამორიცხავს მცდარ შეხედულებებს ხოლო მისაღებ აზრებს ეთანხმება.
გონებრივი იერიშის შემდეგ ვკითხულობთ "კანონს ზოგადი განათლების შესახებ." ეს არის საქართველოს კანონი და მისი მე-10 მუხლით რეგულირდება მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებები და მოვალეობანი. კანონში ვკითხულობთ მუხლი 47:
მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და ჯკლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმოპმადგენლობის პრინციპების დაცვით.
მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანებლობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები:
მ/თ:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ
ბ) უფლება მოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში
დ) სკოლის წესდების დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბს

მოსწავლეთა თვითმმართველობას აქვს უფლება დაწეროს პროექტი, მიიღოს საერთაშორისო ან რესპუბლიკურ კონკურსებში მონაწილეობა და განკარგოს მოპოვებული გრანტები. მოსწავლეთა თვითმმართველობა შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოს გადასცემს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ. მ/თ ასევე გეგმავს და ახორციელებს მოსწავლეთა თვითრეალიზაციის მიზნით სხვადახვა ღონისძიებებს და ამ აქტივობების მოწყობაში მას უნდა დაეხმაროს, როგორც სამეურვეო საბჭო ასევე სკოლის დირექცია. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი, სკოლაში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით. თუ მ/თ მიიღებს მოსწავლეებიდან რაიმე სახის ინფორმაციას, მოსწავლეებზე ნებისმიერი ძალადობის ან სხვა დარღვევების შესახებ იგი ვალდებულია რეაგირება გაუწიოს მას და საკითხი გაიტანოს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. სკოლის ადმინისტრაცია უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს მ/თ წარმატებულ ფუნქციონირებას.

ტრეინინგის ამ ნაწილში ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურასა და ფუნქციონირებისათვის საჭირო აუცილებელ აქტივობებზე.
თაბახის დიდ ფორმატზე ან სლაიდზე ტრეინინგის მონაწილეები ხედავენ თვითმმართველობის სტრუქტურას.
მ/თ ყავს ორი პრეზიდენტი /თავმჯდომარე/ საბაზო (მე-6, მე-7, მე-8, მე-9 კლასები) და საშუალო (მე-10, მე-11, მე-12 კლასები)
მოსწავლეთა თვითმმართველობის საშუალო საფეხურის პრეზიდენტი არის მოსწავლე, რომელიც სწავლობს მე-10 ან მე-11 ან მე-12 კლასში და იგი ამავდროულად სასურველია და შეიძლება იყო სამეურვეო საბჭოს წევრი. სწორედ ის სვამს მოსწავლეთა თვითმმართველობის სახელით საჭირო საკითხებს სამეურვეო საბჭოში. მ/თ ჰყავს მდივანი. რომელიც წერს მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომის ოქმს და სხვა საჭირო დოკუმენტებს.
მოსწავლეთა თვითმმარტველობაში შეიძლება ფუნქციონირებდეს კლუბების, კლუბების დაარსების საკითხს კანონი ზოგადი განათლების სესახებ არეგულირებს. კლუბის ხელმძღვანელი სასურველია იყოს მ/თ-ის წევრი.
სკოლაში შეიძლება ფუნქციონირებდეს: სპორტული. სამხატვრო, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი და ა.შ კლუბები.
მ/თ სხდომას ატარებს კვირასი ერთხელ მაინც.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები ითვლებიან წარმატებულ მოსწავლეებად სხვადასხვა სფეროებში. ისინი მედობრობენ და დიდ გამოცდილებასა და კონტაქტებს იძენენ ქალაქისა და რესპუბლიკის მაშტაბით, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას და მომავალ კარიერას.

ტრეინინგის დასკვნით ნაწილში იმ სკოლის მ/თ თავმჯდომარე მონაწილეებს აცნობს იმ აქტივობების ჩამონათვალს რაც მის სკოლაში ამ სასწავლო წელს იგეგმება.